მსოფლიო
ფოტო გალერია
TOP სიახლეები
ბიზნესი
რჩევები სამუშაო გარემოსთან დაკავაშირებით
საინტერესო რჩევები ბიზნესთან დაკავშირებით
შემოგვიერთდით
ჰოროსკოპი
ასტროლოგიური პროგნოზი. ადამიანთა გარეგნობა.
საინტერესო სტატია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ხასიათის გაფუჭება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
საინტერესო ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნებზე

როგორ გავზარდოთ ბიზნესის და ჩვენი საქმიანობის ეფექტურობა

1. კლიენტები – ეს თქვენი ყველაფერია. სანამ კლიენტები თქვენით კმაყოფილები არიან, გაყიდვები გექნებათ. მოუსმინეთ მათ, რეაგირება იქონიეთ მათ სურვილებსა და შენიშვნებზე. ისინი იგივეთი გიპასუხებენ, რაც გამოიხატება ხელმეორედ თქვენთან მოსვლით და რეკომენდაციის გაწევით.
2. შექმენით სტრატეგია – შექმენით თქვენი მარკეტინგული კამპანიის ნათელი გეგმა. სამომავლოდ ეს დაგიზოგავთ დროს და ფულს.
3. დაგეგმეთ – ყველაფერი და ყოველთვის წინასწარ დაგეგმეთ. მკაფიო კურსის ქონა დაგეხმარებათ ადვილად იაროთ წინ, დასახული მიზნებისკენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს ერთხელ შედგენას და შემდეგ ამ გეგმის ბრმად მიყოლას. წარმატებულ მეწარმეს გამოარჩევს სწრაფი რეაქცია სხვადასხვა ცვლილებებზე და ახალ შესაძლებლობებზე. დაგეგმეთ, მაგრამ ყოველთვის დაიტოვეთ მანევრისთვის ადგილი.
4. აღწერეთ თქვენი კლიენტი – შექმენით თქვენი იდეალური კლიენტის სურათი: მისი ჩვევები, ასაკი, სოციალური სტატუსი, რით მოძრაობს, სად შეიძლება მისი პოვნა. ეს არსებითად დაგეხმარებათ შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში.
5. შექმენით საიტი, ე.წ. ლენდინგი – თუ თქვენი ბიზნესი არ არის ინტერნეტში – მაშინ არც თქვენ ხართ ბიზნესში (ბილ გეიტსი). ადრე გაყიდვებისთვის საჭირო იყო ინტერნეტ-მაღაზიების დიდი საიტები, დღეს უკვე საკმარისია ერთგვერდიანი საიტი. ძალიან მარტივად შეგიძლიათ ის შექმნათ კონსტრუქტორში, როგორიცაა მაგალითად q-page.ru. გახსოვდეთ, რომ გვერდს აკეთებთ არა თქვენთვის, არამედ კლიენტებისთვის და მისი შექმნისას უპირველეს ყოვლისა იფიქრეთ მათზე.
6. შეავიწროვეთ ბაზარი – რეკლამა გააკეთეთ მხოლოდ იმ კლიენტებისთვის, რომლებიც გამოყავით მე-3 პუნქტში. საჭირო ადგილას, საჭირო დროს და კლიენტისთვის განსაზღვრული ზუსტი კონტენტით.
7. შექმენით სასწავლო მასალები – მარკეტინგის აღნიშნულ ინსტრუმენტს ფაქტიურად არ აქვს ნაკლი. თქვენი ექსპერტობა რომელიმე სფეროში, დადებითად აისახება კომპანიის იმიჯზე მთლიანობაში. ჩაატარეთ სემინარები, ვებინარები, ეს ძალიან გაზრდის არსებული კლიენტების ლოიალობას და დაგეხმარებათ ახლების მოზიდვაში.
8. ააგეთ ლოგიკური ჯაჭვი თქვნი გაცნობიდან განმეორებით გაყიდვებამდე – ამ ჯაჭვის აგების პროცესში თქვენ შეძლებთ სრულყოფილი გახადოთ თითოეული ნაბიჯი, რომელიც საჭიროა საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის: როგორ გაიგებს პირველად კლიენტი თქვენს შესახებ, როგორ წარმოჩინდებით მის წინაშე, როგორ უკვეთავს კოლიენტი თქვენს პროდუქტს, აღნიშნული პროდუქტის ხარისხი, პოსტგაყიდვების მომსახურება, განმეორებითი გაყიდვების უზრუნველყოფა და ა.შ.
9. გამოიყენეთ CRM სისტემები – ისინი დაგეხმარებათ ზემოთჩამოთვლილი რჩვების უდიდესი ნაწილის შესრულებაში: კლიენტების ან ხელმომწერების ბაზის ეფექტურად შერჩევაში, მათი სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით კლასიფიცირებაში და ბევრ სხვა რამეში.
10. მოახდინეთ ავტომატიზირება – შეეცადეთ მაქსიმალურად მოახდინოთ პროცესების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია, მათ შორის მარკეტინგულ ნაწილშიც. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ელ-ფოსტის ავტომატიზირებული გზავნილები. ამაში დაგეხმარებათ mailchimp.com-ის სერვისი.
11. აქტიურად გამოიყენეთ სოც-ქსელები – დღეს სოც-ქსელები ფაქტიურად მთავარი საშუალებებია საქონლის ან მომსახურების განვითარებისთვის. გამოიყენეთ ისინი მაქსიმალურად.
12. ყოველთვის გაზომეთ ის, რაც მნიშვნელოვანია – რაც არ იზომება, მისი გაკონტროლებაც რთულია. დაითვალეთ მომხმარებლების და ვიზიტორების რაოდენობა, გამოთვალეთ კონვერსია, საშუალო ჩეკი და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. მუდმივად იმუშავეთ მათ გაუმჯობესებაზე.
ვალუტის კურსიскачать dle 11.0фильмы бесплатно
340
14-07-2016, 11:12
loading...

კომენტარის დამატება