loading...
მსოფლიო
ფოტო გალერია
TOP სიახლეები
loading...
ბიზნესი
რჩევები სამუშაო გარემოსთან დაკავაშირებით
საინტერესო რჩევები ბიზნესთან დაკავშირებით
შემოგვიერთდით
ჰოროსკოპი
ასტროლოგიური პროგნოზი. ადამიანთა გარეგნობა.
საინტერესო სტატია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ხასიათის გაფუჭება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
საინტერესო ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნებზე

სამუშაო გარემოში სტრესისადმი გამძლეობა

არსებობს სტრესის სამი სტდია, რომელიც აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ, რათა პრობლემები არ შეგექმნათ სამუშაო გარემოში. მაშ ასე:
სტრესის პირველი სტადია – განგაში თუ სამსახურებრივი დატვირთვა აჭარბებს შესაძლებლობებს, ადამიანი განიცდის არაჯანსაღ აღგზნებას, განგაშს, მტკივნეულ აქტივობას, რაც არ გვარდება ჯანსაღი ქცევით და რჩება გამოუხატავ განცდებად. სტრესის ამ ფაზას თან ახლავს დისკომფორტის განცდა. ადამიანს უჭირს მუშაობა და სხვებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობა.
თუ ადამიანი დისციპლინური და პასუხისმგებლიანია, ის იწყებს სტრესთან გამკლავებას, აღგზნებულობასა და დისკომფორტთან ბრძოლას და ცდილობს ჩააცხროს ეს ყველაფერი.
სტრესის მეორე სტადია – შინაგანი ბრძოლა ან კონფლიქტი შინაგანი კონფლიქტი გამოიხატება ორგანიზმის და ფსიქიკის მცდელობაში გაუმკლავდეს მზარდ დატვირთვას.
ეს ბრძოლა შეიძლება სხვადასხვა ფორმებით გამოიხატოს – სტრესისთვის თავის არიდება ნებისმიერი საქმის შესრულების სანაცვლოდ და გაღიზიანება ურთიერთობისა და მუშაობისას.
როცა დამიანი იძულებულია პოლიტკორექტული და თავშეკავებული იყოს მისთვის საშიშ და არაკომფორტულ გარემოში, ის დიდ სტრესს იღებს. ასეთ დროს მიმდინარეობს შინაგანი ბრძოლა ბუნებით თანდაყოლილ მემკვიდრეობასა და ჭეშმარიტ რეაქციებს შორის, რაც საბოლოო ჯამში მთავრდება ერთ-ერთი მხარის გამარჯვებით.
სტრესის მესამე სტადია – გამოფიტვა ადამიანების უმრავლესობა დამთრგუნველ სტრესს ვერ უძლებს.
თუ ყურადღებით მოვუსმენთ საკუთარ თავს მუშაობის პროცესში ან შვებულების დროს, სტრესის ამ სტადიას აღმოვაჩენთ და მივხვდებით, რომ ვერ მოვაწყვეთ გონივრულად ანტისტრესული გარემო უფრო ადრეულ ეტაპზე.
ასეთი სტრესის დროს ადამიანს აწუხებს ხუთვა, კუთების არაადეკვატური დაძაბულობა, სისხლის წნევის აწევა, ძილის დარღვევა, გაღიზიანება და სხვა მრავალი უარყოფითი სიმპტომი, რომლებიც მთლიანობაში შეადგენენ ერთ დიდ გაგებას «სტრესს» – რაც საერთო ადაპტაციის პრობლემას წარმოადგენს.
სტრესი, ეს არის მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ორგანიზმში მიმდინარე1400 ფიზიკურ და ქიმიურ რეაქციას, რომლებიც ხდება სტრესის განცდის პიეველ წამებში. ორგანიზმი საფრთხისთვის მობილიზდება მთელი თავისი შესაძლებლობებით: კუნთოვან-ფიზილოგიურით, ემოციონალურ-აზრობრივით და ქცევით.
ყურადღებით დააკვირდით საკუთარ თავს – მართეთ სტრესი და გამოიმუშავეთ მის მიმართ გამძლეობა, განსაკუთრებით სამუშაო გარემოში.скачать dle 11.0фильмы бесплатно
538
14-07-2016, 11:14
loading...

კომენტარის დამატება