მსოფლიო
ფოტო გალერია
TOP სიახლეები
ბიზნესი
რჩევები სამუშაო გარემოსთან დაკავაშირებით
საინტერესო რჩევები ბიზნესთან დაკავშირებით
შემოგვიერთდით
ჰოროსკოპი
ასტროლოგიური პროგნოზი. ადამიანთა გარეგნობა.
საინტერესო სტატია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ხასიათის გაფუჭება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
საინტერესო ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნებზე

ბურჭულაძე; მე ხალხისთვის ტყუილი არასოდეს მითქვამს

მე ხალხისთვის ტყუილი არასდროს არ მითქვამს და არც ახლა ვაპირებ ამას," - პაატა ბურჭულაძემ საკუთარი პარტიის საარჩევნო პროგრამის წარდგენისას საკუთარ გადაწყვეტილების მიზეზებზე „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ მას არ სურს, დაემსგავსოს არც ერთ პოლიტიკოსს.

„დადებითია, რომ მე არა ვარ ხალხის თვალში როგორც პოლიტიკოსი, რადგან ხალხი უკმაყოფილოა და ისინი არ ენდობიან არც ერთ პარტიას. როგორ ფიქრობთ, მე რატომ მოვედი პოლიტიკაში? იმიტომ, რომ მეც არ ვენდობი არც ერთ პარტიას. მე არ მინდა, დავემსგავსო არც ერთ პოლიტიკოსს. პარტიების მხრიდან მთელი აქცენტი გადატანილია ლამაზ სიტყვებზე, ამ დროს კულუარებში მიდის საუბარი, ვინ ვისთან წავა, ვინ რა ნომერი იქნება, ვინ რა სკამს დაიჭერს. ეს არის ხალხის აბუჩად აგდება,“ - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

პაატა ბურჭულაძის პარტია ეკონომიკის სწრაფ ზრდას უცხოეთიდან მოზიდული ინვესტიციებით გეგმავს. ეკონომიკის ზრდითა და ადმინისტრაციული ხარჯის შემცირებით კი - პენსიის ზრდას. ასევე, სოციალურად დაუცველებს სტატუსის 4 წლით შენარჩუნებას ჰპირდება.

პაატა ბურჭულაძის პარტია სახელმწიფო ხალხისთვის დიდ ცვლილებებს გეგმავს სასამართლო სფეროში, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დათხოვნით დაიწყებს. პაატა ბურჭულაძის გუნდს უკვე აქვს კონკრეტული კანონი შემუშავებული და მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება, რომლის შემდეგაც კანონპროექტის ინიცირება მოხდება პარლამენტში.

პაატა ბურჭულაძის გუნდი ამომრჩეველს უახლოესი 4 წლის განმავლობაში ჰპირდება, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და უახლოეს პერიოდში უვიზო მიმოსვლას მიიღებს.скачать dle 11.0фильмы бесплатно
228
14-07-2016, 12:24
loading...

კომენტარის დამატება