მსოფლიო
ფოტო გალერია
TOP სიახლეები
ბიზნესი
რჩევები სამუშაო გარემოსთან დაკავაშირებით
საინტერესო რჩევები ბიზნესთან დაკავშირებით
შემოგვიერთდით
ჰოროსკოპი
ასტროლოგიური პროგნოზი. ადამიანთა გარეგნობა.
საინტერესო სტატია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ხასიათის გაფუჭება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
საინტერესო ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნებზე

ადგილი სადაც ქალების სასქესო ორგანოების დასახიჩრება ტრადიციაა!

ადგილი სადაც ქალების სასქესო ორგანოების დასახიჩრება ტრადიციაა!
როდესაც ქალის უფლებების დარღვევებზე და მათზე ძალადობებზე არის საუბარი, ადამიანის გონებაში პირველ რიგში ამოტივტივდება ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა სირია, ერაყი, პალესტინა, იემენი და ა.შ.
თუმცა ბოლო პერიოდში ამ მხრივ აქტიურად იჩენს თავს ეგვიპტეც. იმის გამო რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ეგვიპტეს შესახებ ისტორიის წიგნებში უამრავი ძალადობის შესახებ ამოვიკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტე ადრეული წლებიდან მოასპარეზე ქვეყანა იყო მსოფლიოში ცივილიზირების მხრივ, როგორც ეს შეეხება ხელოვნებას, არქიტექტურას, მუსიკას თუ სხვა დარგებს.
მონეტას ორი მხარე აქვს, შესაბამისად ეგვიპტე არ იყო “წმინდა წყალში ამოვლებული” ქვეყანა. მასაც გააჩნია ბნელი და ბოროტი ისტორიები, რომლებიც დღემდე გრძელდება.
რამდენი ადამიანია ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ეგვიპტელი ქალების 92%, 15-დან 49 წლის ასაკამდე სასქესო ორგანოების დასახიჩრებულები არიან? (2009 წლის მაჩვ.)
1უმეტესი ადამიანი ამ ხერხს სამედიცინო კუთხით უყურებს და მიზეზს ტრადიციაში და
ჯანრმთელობის მეტად გარანტირებაში ხედავენ, რაც ძალიან არასწორია. “მედიკოსები”, ვინც ამას აკეთებენ არ გააჩნიათ არანაირი სამედიცინო იარაღები. ისინი სასქესო ორგანოს “დამახინჯებას” პირდაპირ დანით იწყებენ. თუ საშუალებაა ანესთეზიას აკეთებენ, თუ არადა ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. ასეთი ქმედებების წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში 2015 წელს უამრავ ქვეყანაში ამოქმედდა კანონი, თუმცა როგორც ჩანს ეგვიპტის ხელმძღვანელობა ამაზე სრულიად არ დარდობს, ვინაიდან ეს ქმედებები ეგვიპტეში დღემდე მიმდინარეობს.
კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედია ეგვიპტის ისტორიაში… თარეში და მასობრივი სექსუალური ძალადობები. ეს მანკიერი თამაშები უკვე საუკუნეზე დიდი ხანია მიმდინარეობს, რასაც ჯერ-ჯერობით ბოლო არ უჩანს. ძირითადად ასეთ თარეშებს არაბული წარმომავლობის მამაკაცები იწყებენ, რომლებიც დასავლური სტილის მიმდევარ ქალებზე ძალადობენ, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქიკური თვალსაზრისით. მამაკაცები
ხშირად ასეთ ძალადობას ძლიერი ნარკოტიკული საშუალებების და ალკოჰოლური სასმელების
1თრობის შედეგად აკეთებენ.
მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიძლებოდა გეფიქრა ადამიანს, რომ ამ ჯოჯოხეთურმა აქტმა ფინიში იპოვა და დასრულდა, თუმცა ეს ფიქრები 2005 წელს გაქარწყლდა, როდესაც 25 მაისს კონსტიტუციური რეფერენდუმის დროს მამაკაცებმა მანდილოსნების ჯგუფი გააუპატიურა. ხელმეორედ მსგავსი საშინელება 2011 წელს განმეორდა, როდესაც სიტუაციის გამოსწორება ნაწილობრივ პოლიციამ შეძლო. ამის მიზეზი ლარა ლოგანის (ამერიკელი ჟურნალისტი) საჯარო განცხადება იყო, სადაც იგი კაიროში მცხოვრებ ხალხს შეურაცყოფას აყენებდა.
ადგილი სადაც ქალების სასქესო ორგანოების დასახიჩრება ტრადიციაა!скачать dle 11.0фильмы бесплатно
22 901
21-07-2016, 21:52
loading...

კომენტარის დამატება