მსოფლიო
ფოტო გალერია
TOP სიახლეები
ბიზნესი
რჩევები სამუშაო გარემოსთან დაკავაშირებით
საინტერესო რჩევები ბიზნესთან დაკავშირებით
შემოგვიერთდით
ჰოროსკოპი
ასტროლოგიური პროგნოზი. ადამიანთა გარეგნობა.
საინტერესო სტატია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ხასიათის გაფუჭება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
საინტერესო ინფორმაცია ზოდიაქოს ნიშნებზე

დღის სენსაცია!!! 90 წლის წინ ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული გემი ნაპოვნია

დღის სენსაცია!!! 90 წლის წინ ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული გემი ნაპოვნია
ჰავანა – ამ დილით სანაპიროს დაცვამ განაცხადა, რომ მათ შეამჩნიეს უეკიპაჟო გემი, რომელიც კუნძულის მიმართლებით მიდიოდა. ივარაუდება, რომ ეს გემი არის SS Cotopaxi, მაწანწალა გემი, რომელიც 1925 წლის დეკემბერში დაიკარგა. ეს ამბავი კი ბერმუდის სამკუთხედს უკავშირდება.
მნიშვნელოვანია ასევე აღვნიშნოთ, რომ ეს გემი კუბას დაცვას აქამდეც, 16 მაისსაც შეუნიშნავს, საზღვაო სამხედრო ზონაში, ჰავანიდან დასავლეთ მხარეს. ხელისუფლება ამაოდ ცდილობდა გემის ეკიპაჟთან დაკავშირებას. ამიტომ გადაწყვიტეს 3 საპატრულო კატარღა გამოეყოთ და გემს მიუახლოვებულიყვნენ.
დღის სენსაცია!!! 90 წლის წინ ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული გემი ნაპოვნია
მას შემდეგ რაც გემს მიუახლოვდნენ, მათთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა გემის ვიზუალი. რეალურად ერთი შეფასებით დადგინდა, რომ გემი 100 წელზე მეტი ხნის იყო, რომელიც ვიზუალურად ძალიან გავდა Cotopax-ს – გემს, რომელიც ბერმუდის სამკუთხედთან აკავშირებენ. ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გემს ეკიპაჟი ათწლეულებია არ ყოლია. აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ეს გემი ამ ხნის განმავლობაში ოკეანეში მარტო მოძრაობდა, რის შედეგადაც მოწანწალე გემი ეწოდა.
მას შემდეგ რაც ამ გემის შესახებ იფნორმაციების მოძიება დაიწყო, გემის კაპიტნის ოთახში აღმოჩენილი იქნა წიგნაკი, სადაც მითითებული იყო, რომ ეს გემი ეკუთვნოდა კომპანია Clinchfield Navigation-ს. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამავე კომპანიის ხელში იყო გემი Cotopaxi-იც.
დღის სენსაცია!!! 90 წლის წინ ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული გემი ნაპოვნია
როდოლფო სალვადორ კრუისი, რომელიც კუბის ექსპერტი გახლავთ, ამბობს რომ გემში ნაპოვნი კაპიტნის წიგნაკი ავთენტურია. დოკუმენტები, რომელიც სავსეა ძვირფასი ინფორმაციებით, ზუსტად უკავშირდება 1925 წლის 1 დეკემბერს გემისა და მასზე მყოფი ეკიპაჟის გაუჩინარებას.
საინტერესოა, რომ 1925 წლის 29 ნოემბერს SS Cotopaxi გაემგზავრა ჩარლესტონიდან, სამხრეთ კაროლინიდან, ჰავაის მიმართლებით. გემის ეკიპაჟი 22 კაცისგან შედგებოდა, რომელსაც კაპიტანი მეიერი მეთაურობდა. ცნობილია, რომ გემს გადაჰქონდა 2340 ტონა ტვირთი. გემის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 2 დღის შემდეგ გავრცელდა და 90 წელი მასზე არანაირი ინფორმაცია არ იყო.
დღის სენსაცია!!! 90 წლის წინ ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული გემი ნაპოვნია
წყარო: News.Top.Geскачать dle 11.0фильмы бесплатно
18 625
2-08-2016, 12:31
loading...

კომენტარის დამატება